მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარულ ბაზრებში მონიტორინგი მიმდინარეობს

5e85f98b94d2e
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.20 19:02
747
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში

სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.

მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ.

ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება.

სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ამოწმებს ბაზრებს როგორც რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში. ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმართველებთან და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. სააგენტოსა და სამეგრელო-ზემო-სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის ერტობლივი მუშაობის შედეგად, დღეის მდგომარეობით სამეგრელოში აგრარულ ბაზრებში სიტუაცია გამოსწორებულია. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს სექტორს ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და სეს-ის ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.