მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარულ საკითხთა კომიტეტი სოფლის მეურნეობის დარგზე პანდემიის გავლენას იკვლევს

60d442b4bc41f
თელარა გელანტია
24.06.21 12:30
508
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის, "COVID-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე", ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა, რომელზეც მოწვეული იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

„ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, რა გავლენას ახდენს COVID-19 პანდემია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე. რა შედეგებს უნდა ველოდეთ და როგორ უნდა იყოს დაგეგმილი პოლიტიკა სამინისტროს, კერძო სექტორისა და პარტნიორი უწყებების მიერ. თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი სწავლობს კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

ზეპირ მოსმენაზე თემატური ჯგუფის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია გააცნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა.

მოკვლევის შედეგად, ექსპერტის მონაწილეობით, მოხდება COVID-19 პანდემიის გავლენის ანალიზი და შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან ხატია წილოსანი (მომხსენებელი), ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი.