15.დეკემბერი .2020 17:00

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია გახდა

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია გახდა
views 830
უკან

აგრარულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებმა მხარი დაუჭირეს ალექსანდრე მოწერელიას კანდიდატურას. მოადგილედ, უმრავლესობის კვოტით, სამველ მანუკიანი აირჩიეს. სხდომაზე ასევე შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კოლეგებს მოკლედ გააცნო წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე“, - ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.