მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარცვლეულის ქართული ბაზარი და ტენდენციები საერთაშორისო ბირჟებზე

BM.GE
24.05.23 11:15
180
ქვეყანაში მარცვლეული კულტურების წარმოებამ ფაქტობრივად აზრი დაკარგა. ადგილობრივი წარმოების ნედლეულზე მოთხოვნა არ არის. ახალი მოსავალი მოდის და ფერმერებმა ძველი მოსავალიც ვერ გაყიდეს. იმპორტირებულ ფქვილთან არათანაბარი კონკურენციის გამო ხორბლის იმპორტი შემცირებულია და წისქვილების დიდი ნაწილი კვლავ დახურულ რეჟიმში რჩება. ქვეყანა კვლავ ხორბლის რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 96.4% იყო. ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 13.8 მლნ დოლარის 44 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შეიძინა. 

ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზეა. საქართველოსთვის ფქვილის მთავარი მომწოდებელიც რუსეთია. ქვეყნებს შორის მთავარ საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში მესამე პოზიციაზეა. წლის პირველ 4 თვეში საქართველომ რუსეთიდან 17,2 მლნ დოლარის ღირებულების ფქვილი შეიძინა.

გაჩერებული წისქვილებისა და ჩაუბარებელი მოსავლის პირობებშიც მთავრობის გეგმაა, ხორბლის თვითუზრუნველყოფის 15-დან 50%-მდე გაზრდა, თუმცა ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგიული ხედვა ჯერ დარგობრივ სამინისტროს არ წარმოუდგენია.

როგორია საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ტენდენცია, სამომავლო პროგნოზები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები?

სტუმარი: ქეთევან კუბლაშვილი - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი