მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგრო არომა" წელს ცხოველების საკვების წარმოების 20-ჯერ გაზრდას აპირებს

5e6e3e2b0c454
ანი ციხისთავი
15.03.20 19:15
1248
"წლიურად, დაახლოებით 8-10 ტონა ცხოველების საკვებს ვაწარმოებთ, თუმცა წელს წარმოების 100-200 ტონამდე გაზრდას ვაპირებთ", - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია "აგრო არომას" ხელმძღვანელმა ზურაბ ნაცვლიშვილმა განუცხადა.

კომპანიას ახმეტაში ეთერზეთების საწარმოც აქვს. ეთერზეთების ნარჩენებისგან კი ცხოველების საკვებს ამზადებენ.

"წელს ეთერზეთების წარმოების ზრდას ვგეგმავთ საექსპორტოდ, შესაბამისად, ცხოველების საკვების წარმოებისთვისაც მეტი ნედლეული გვექნება. ზუსტად, რა თქმა უნდა, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა წარმოებული რაოდენობის სრულად გაყიდვას, თუმცა შევეცდებით, წესით უნდა შევძლოთ", - ამბობს ზურაბ ნაცვლიშვილი.

ახმეტაში ცხოველების საკვების წარმოება "აგრო არომამ" წელიწადზე მეტია დაიწყო. 1კგ. პროდუქტის ფასი 80 თეთრია. პროდუქტს კომპანია ახმეტაში ყიდის. ცნობისთვის, "აგრო არომას" ცხოველების საკვების საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანიას ახმეტაში სამი საწარმო აქვს და მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იყო.