მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროექსპორტი”: ხორბლის ევროპიდან შემოტანა ფასზე აისახება

6220cb3d3e813
სალომე ჭიპაშვილი
04.03.22 00:05
781
სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და პურის ფასი - ეს ის საკითხებია, რომლებიც სახელმწიფოსთვისაც და ბიზნესისთვისაც მთავარი დღის წესრიგია.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „აგროექსპორტის“ დამფუძნებელმა ლევან ჯანაშიამ განაცხადა, სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ხორბლის მარაგების უზრუნველყოფა. რაც შეეხება პურის ფასს, ბიზნესის მთავარი მიზანია, პურის ღირებულების შენარჩუნება.

„ჯერჯერობით, ბაზარზე გაურკვეველი მდგომარეობაა. ევროპიდან შემოტანილი ხორბლის ფასი აუცილებლად აისახება პურის ფასზე, ყაზახეთიდან ნედლეულის შემოტანა, თუნდაც სახმელეთო გზით, ოდნავ მაინც გააძვირებს ღირებულებას, ამიტომაც „წისქვილკომბინატების ასოციაცია“ მზად ვართ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას",- განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

მიმდინარე წლის ინავარში საქართველოში 3.7 მლნ დოლარის ღირებულების 11 762 ტონა ხორბლისა და მესლინის იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო მოცულობები წინა წლის იანვართან შედარებით თითქმის 60%-ით არის შემცირებული. 2022 წლის ინავარში კი ფქვილის იმპორტი გაიზარდა და ქვეყანაში 3 მლნ დოლარის ღირებულების 8 961 ტონა ფქვილი შემოვიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა ორივე პროდუქტთან მიმართებით რუსეთია. (ფქვილი - 2.9 მლნ დოლარი, 8 889 ტონა; ხორბალი - 3.6 მლნ დოლარი, 11 396 ტონა.)