09.აპრილი .2021 23:40

agrogate.world - რას მოიცავს ფერმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი აგროტურისტული პლატფორმა

agrogate.world - რას მოიცავს ფერმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი აგროტურისტული პლატფორმა
views 736
უკან

„პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” - ამ თემაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში 12 აპრილს 13:00 საათზე პანელური დისკუსია გაიმართება.

როგორც BM.GE-ის ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფარმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის agrogate.world პრეზენტაცია გაიმართება, რომელმაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები ერთ სივრცეში გააერთიანა.

ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებგვერდზე ფოტო მასალასთან ერთად ორ ენაზე შექმნილი ვიდოები განთავსდება, რაც მომხმარებელს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას გაუმარტივებს.

„აგროტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება.

გადაღლილი ადამიანი თავს სულ უფრო ხშირად აფარებს ბუნებას, სოფელს, ეფლობა პასტორალურ ცხოვრებაში - მონაწილეობს სოფლის მეურნეობაში, უვლის შინაურ ცხოველებს, მუშაობს მიწაზე, ინტერესდებიან სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, აგროტურიზმი თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესში გარკვეულ კონკურენციასაც გულისხმობს, რაც ამ სფეროს სწრაფი განვითარების პერსპექტივას ერთი-ორად ზრდის. როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, აგროტურიზმიდან შემოსული სარგებელი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. საქართველოში აგროტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გამართული ფერმერული მეურნეობა“, - განმარტავენ ფერმერთა ასოციაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება ვებგვერდი gfadigital.ge და მასში შემავალი ხუთი პლატფორმის - Agronavti; agroskills.ge; Agromap.ge; Smart Villige; Agrojobs.ge, რომლებიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეიქმნა და სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმისა და დასაქმების სფერო გააციფროვნა.

„agroskills-ის პლატფორმა საგანმანათლებლო დანიშნულებისაა; Agronavti - ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მეწარმეებს აძლევს ინფორმაციას თუ რა პროდუქტი მოიყვანონ მცირე და საშუალო სავარგულებზე, რითაც სასურსათო უსაფრთხოებასაც უზრუნველვყოფთ და ასევე შევქმენით პლატფორმა Agrojobs - ვნახეთ რა რომ მიგრაცია ძალიან დიდია და დაახლოებით 70 000 ადამიანი დარეგისტრირდა გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმების სურვილით, მაშინ გავაკეთეთ აღნიშნული პლატფორმა, სადაც საქართველოში აგრომიმართულებით მოქმედი კომპანიების ვაკანსიები განთავსდება. შევეცდებით რომ ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმდნენ“, - უთხრა BM.GE-ის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა