მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროჰაბი ექსკლუზიურად Glovo-ზეა (R)

60e8382f3e08c
BM.GE
09.07.21 16:00
2923
“აგროჰაბი” საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტია, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ჰიპერმარკეტი ექსკლუზიურად უკვე Glovo-ზეა ხელმისაწვდომი. ამიერიდან დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია “აგროჰაბის” ფავორიტი პროდუქტების მიტანის სერვისით სარგებლობა. სულ მალე კი, “აგროჰაბის” მიტანის სერვისი 24-საათიანი გახდება. ხოლო ის მომხმარებლები, რომლებიც შეკვეთას SOLO ბარათით განათავსებენ, 25%-იან ქეშბექს Glovo-ს ანგარიშზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია საქართველოში ოპერირებს. Glovo-ს მეშვეობით 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქტის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით. მიტანის სერვისით სარგებლობა 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.

„აგროჰაბის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მომხმარებელს ყველაზე სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო მიტანის სერვისი შესთავაზოს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა მიტანის სერვისზე. ეს პროცესი, განსაკუთრებით დააჩქარა მსოფლიო პანდემიამ. უსაფრთხოების ზოგადი რეკომენდაციების დასაცავად, მომხმარებლები ყოველდღიურად სარგებლობდნენ სხვადასხვა პროდუქციის მიტანის სერვისით.

აგროჰაბი მუდმივად სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს ახალ რძის პროდუქტებს, ხორცს, თევზს, პურ-ფუნთუშეულსა, მზა საკვებსა თუ ცოცხალ ღვინოს. თუმცა ამჯერად ჩვენ გვინდოდა მათთვის ყველაზე მოთხოვნადი სერვისი შეგვეთავაზებინა, რათა ჩვენი პროდუქტები, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ამიტომ თანამშრომლობა Glovo-სთან გადავწყვიტეთ, რომელიც ქართულ ბაზარზე მიტანის სერვისში პირველობას არავის უთმობს. აგროჰაბი, რომელიც მუდამ ხარისხზეა ორიენტირებული, ამჯერად ყველაზე სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო მიტანისს სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს“, - აცხადებენ „აგროჰაბში“.

მათივე განმარტებით, Glovo-ს აპლიკაციაში „აგროჰაბის“ თითქმის ყველა პროდუქტი დაემატა.

„შეგიძლიათ გამოიძახოთ 100% ნედლი რძისგან და ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ქართული წარმოების საკვები პროდუქტები, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი ასორტიმენტი თუ უკვე მზა, ცივი და ცხელი მენიუ. ასევე, დამატებულია ალკოჰოლის კატეგორია და მომხმარებლებს შეუძლიათ აგროჰაბის მარნის სასმელები სახლში მიიღონ. Glovo-ზე არის ყველა ის პროდუქტი, რომელსაც „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტების ქსელი სთავაზობს მომხმარებელს. აღნიშნული პროდუქტები, მარაგისა და ვადის გათვალისწინებით, ყოველდღიურად ახლდება“, - განმარტავენ კომპანიაში.

რაც შეეხება „აგროჰაბის“ ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს და არის თუ არა ისინი დამატებული Glovo-ს აპლიკაციაში, „აგროჰაბის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პირველ რიგში, „აგროჰაბი“ ცნობილია რძის პროდუქტებით, ვინაიდან პროდუქცია მხოლოდ ნატურალური რძისგან იწარმოება.

„რძის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ახლახან აღვადგინეთ ძველი რეცეპტი და გამოვუშვით გლიასე, რომელიც საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია ცხელი ზაფხულის პერიოდში. გარდა ამისა, „აგროჰაბი“ ცნობილია ხორცეულით და ზღვის პროდუქტებით. ჩვენი საქონლის და ფრინველის ფერმები გვამარაგებს საუკეთესო პროდუქციით. ჩვენი მომხმარებელი აგროჰაბში კიდევ მრავალი პროდუქტის შესაძენად დადის, როგორიცაა ჩვენი წარმოების ხორცპროდუქტები, უმაღლესი ხარისხის ხილ-ბოსტანი, ნატურალური რძისგან დამზადებული ნაყინი და რა თქმა უნდა, აგროჰაბის გამორჩეული სამზარეულო: ცივი და ცხელი კერძები, საცხობი და საკონდიტრო. ჩამოთვლილი კატეგორიების პროდუქტების შეძენა და სახლში მიტანა უკვე შესაძლებელია Glovo-ს აპლიკაციის მეშვეობით“, - აცხადებენ „აგროჰაბში“.