მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროჰაბის” სიახლეები და სამომავლო გეგმები

60f3ec2508c1f
BM.GE
19.07.21 09:40
5842
“აგროჰაბი” საქართველოში პირველი აგრარული ჰიპერმარკეტია, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. კომპანია გაფართოებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. პანდემიის მიუხედავად კომპანიას 2020 წელს არცერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა. როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, ასევე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე საუბრობს:

- როგორი იყო გასული წელი აგროჰაბისთვის?

2020 წელი, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვისაც განსაკუთრებული გამოწვევებით იყო სავსე. მიუხედავად ამისა, ლოქდაუნის პირობებშიც კი, არცერთი დღე არ გაჩერებულა ჩვენი აგრომარკეტები.

კოვიდ პანდემიის გამო შეიცვალა ყველა გეგმა და მიზანი, ყველაზე რთული კი მაინც ახალ რეალობასთან ადაპტირება იყო, მოგვიწია რეგულაციებისა და შეზღუდვების ფონზე მუშაობა, რაც იწვევდა მუდმივ ცვლილებებს: კოვიდ რეგულაციების დაცვას; მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვას; ასევე თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტირებაზე ზრუნვას, რომელიც დამატებით ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული; სამუშაო გრაფიკის ცვლილებებს, ხშირად გვიწევდა უმოკლეს დროში ახალი და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება; პერიოდულად, პანიკური შიშით გამოწვეული მომხმარებლის მოზღვავებულ ნაკადთან გამკლავება და ა.შ.

ამ ფონზე, უდიდესი ძალისხმევის შედეგად შევძელით ყველა საწარმოს შეუფერხებლად მუშაობა, რაც მთავარია, შევინარჩუნეთ ჩვენი მომხმარებლისთვის ჩვეული კომფორტული და უსაფრთხო გარემო, ორ–მეტრიანი დისტანციის დაცვის და ლოდინის რეჟიმი კი ცხელი ყავით და ჩაის გამასპინძლებით შევუმსუბუქეთ.

ამ პერიოდშივე მკაფიოდ გამოიკვეთა პროდუქციის სახლში მიტანის სერვისის დამატების საჭიროება და ამ მხრივაც სწრაფად მოვახდინეთ ადაპტაცია ახალ რეალობასთან და დავამატეთ პერსონალური სერვისი.

- მომხმარებლისთვის აგროჰაბი ქართულ პროდუქტთან ასოცირდება. იგეგმებოდა ამ მიმართულებით კომპანიის გაფართოებაც. ხომ არ შეუშალა ამ ყველაფერს ხელი კოვიდ 19-მა?

ნაწილობრივ კი, გეგმები შეიცვალა, თუმცა გავაცნობიერეთ, რომ ამ რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება კიდევ გარკვეული პერიოდი და დავიწყეთ გეგმების ეტაპობრივად განხორციელება. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიზანია, მაქსიმალურად მეტი და მრავალფეროვანი ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. გარდა იმისა, რომ თავად უამრავ პროდუქტს ვაწარმოებთ, გვაქვს ძალიან ფართო ლოჯისტიკური ქსელი, რომელიც ახორციელებს რეგიონებში ქართული, ხარისხიანი პროდუქტის შესყიდვას, რომელსაც თავად ვამოწმებთ ჩვენსავე ლაბორატორიებში.

ამით ფერმერები და გლეხებიც ძლიერდებიან, რადგან ჩვენი სტანდარტის მიხედვით იწყებენ წარმოებას და ბევრად კარგ შედეგებს იღებენ.

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ 2020 წელს 100 მილიონ ლარამდე ქართული პროდუქტის შესყიდვა და რეალიზაცია მოვახდინეთ. ეს პროცენტულად, ჩვენი წლიური ბრუნვიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი რიცხვია კონკურენტებთან შედარებით. იმის გამო, რომ პრობლემურია არასეზონზე ქართული ხილის და ბოსტნეულის შესყიდვა, თავად დავიწყეთ სასათბურე მეურნეობის განვითარება და წელს უკვე მომხმარებელს შევთავაზეთ ქართულ მიწაზე, სასათბურე პირობებში მოყვანილი პამიდორი და მარწყვი. სასათუბურე ასორტიმენტი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. აგროჰაბის სათბურებში მოყვანილი პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი, რადგან წარმოების პროცესში მხოლოდ ბიო (ორგანულ) სასუქებს და არანაირ შხამ-ქიმიკატებს და პესტიციდებს არ ვიყენებთ. ამიტომაც, ჩვენი ხილი და ბოსტნეული გამოირჩეულია საუკეთესო გემოვნური თვისებებით.

ასევე, ავაშენეთ საქონლის ფერმა, სადაც ბაგურ კვებაზე იზრდება საქონელი. ამ ეტაპზე გვყავს სახორცე ჯიშის საქონელი, რომელიც იკვებება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საკვებითა და საბოლოო პროდუქტი გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებითა. უახლოეს მომავალში მეხორცული ჯიშის საქონლის ( აბერდინ-ანგუსური შოტლანდიური ჯიში, შაროლე- ფრანგული შაროლეს პროვინციიდან, შვიცი შვეიცარიიდან) იმპორტი იგეგმება, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

- კიდევ რა სიახლეებია აგროჰაბის ქსელში?

ამ ეტაპზე დავიწყეთ რამდენიმე პროდუქტის წარმოება: იტალიური რეცეპტით მომზადებული ფრეშ მაკარონი, ჭარხლის და ისპანახის ნატურალური წვენით; ჭყინტი სულგუნი, რომელიც სპეციალური კონტეინერის მეშვეობით უფრო დიდხანს ინარჩუნებს სულგუნის სიჭყინტეს; ასევე გლიასე, რომელიც დამზადებულია ნედლი რძისგან და აქვს ნაყინის არომატი, მისი დამზადებისას, დაბლენდერების დროს შესაძლებელია შევურიოთ შოკოლადი, ხილი ან ყავა და მივიღოთ მრავალფეროვანი გემოები.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში უკვე განთავსებულია აგროჰაბის სანაყინე პავილიონები, სადაც აგროჰაბის წარმოების ნაყინის, გლიასეს და სხვა გამაგრილებელ ნატურალურ სასმელთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვენი ინოვაციური საზაფხულო პროდუქტები: კრუასანი და პროფიტეროლი ნაყინის შიგთავსებით.

ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებლების თხოვნები და კიდევ ერთი სიახლე დავნერგეთ: აგროჰაბი უკვე გლოვოზეა. ჩვენთან პროდუქციის შეძენა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ.

აგროჰაბის მომხმარებელი განებივრებულია ჩვენგან მუდმივი ინოვაციებით და სიახლეებით, შესაბამისად ჩვენც მუდმივად ვცდილობთ აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

- ეს ყველაფერი ალბათ ქსელის გაფართოებასაც გამოიწვევს. აპირებთ თუ არა ახალი ფილიალების დამატებას?

2022 წელს რამდენიმე ფილიალის დამატებას ვაპირებთ თბილისის სხვადასხვა უბანში. ჩვენი ქსელის გაფართოება, აგროჰაბს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლებისთვის. თუმცა ბუნებრივია, აგროჰაბის ქსელის გაზრდა ყველასთვის არ არის მისაღები. მიუხედავად ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოსი, ჩვენ არ გამოვრიცხავთ შესაძლო ინდივიდუალურ პროვოკაციულ შემოტევებს, ჩვენს მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულების შესაცვლელად. სამწუხაროდ, გვქონდა გამოცდილება, რომ თითქოს მწერი აღმოაჩინეს ჩვენს პროდუქტში, თითქოს ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი შეიძინეს და ა.შ. მაგრამ ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, საკვების უსაფრთხოების მიმართულებით (HAASP) რა სიმკაცრის სტანდარტებია დანერგილი აგროჰაბში, რა სიხშირით მოწმდება ჩვენივე ლაბორატორიებში პროდუქტი და შესაბამისად, ადვილი მისახვედრია რომ ამ პირობებში, თითქმის გამორიცხულია მომხმარებლისთვის უხარისხო პროდუქციის მიწოდება. აქედან გამომდინარე, ასეთი „ფაქტები“ მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ ინდივიდუალური, არაჯანსაღი კონკურენტული ბრძოლის დამადასტურებელია. აქვე ყველა გვინდა დავარწმუნოთ, რომ მსგავსი პროვოკაციები ჩვენს განვითარებას ხელს ვერ შეუშლის, პირიქით, ვაფართოვებთ მეურნეობებს და ვაშენებთ ახალ ცენტრალიზებულ წარმოებას, ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს რათა მუდმივად დავრჩეთ ბაზარზე ლიდერი კომპანია.

(NS)