მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროჰაბმა“ ავჭალაში ცენტრალური საწარმო გახსნა - ინვესტიცია ₾10 მილიონია

63d3c26311ffa
ლიკა მეგუთნიშვილი
27.01.23 17:51
9847
ჰიპერმარკეტების ქსელმა „აგროჰაბმა“ ₾10 მილიონი ინვესტიციით ავჭალაში ცენტრალური საწარმო გახსნა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე BMG-სთან ამბობს, ცენტრალური წარმოება „აგროჰაბს“ შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტების კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს.

„2022 წელი წარმატებული რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვერ გავრისკავდით და რამდენიმე მილიონს ვერ ჩავდებდით წარმოების გაფართოებაში. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ დავინახეთ, მომხმარებლისგან საკმაოდ დიდი ნდობა გვაქვს და ამასთანავე, ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს.

საწარმოში ხორცისა და თევზის, ნახევარფაბრიკატების, ხილ-ბოსტნეულის წარმოება-გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს. აქ, ფაქტობრივად, ყველა იმ პროდუქტს ვაწარმოებთ, რასაც მომხმარებელი ითხოვს. ჩვენ კიდევ უფრო ვფართოვდებით, წელს დამატებით ორ ფილიალს ვხსნით და აქედან გამომდინარე, პროდუქციის წარმოების გაზრდა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, - აცხადებს ლაშა გოცირიძე.

ცნობისთვის, „აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა. კომპანია ამჟამად ფერმებს, მეურნეობებს, ცენტრალურ საწარმოსა და სამ ფილიალს აერთიანებს. საერთო ჯამში კი, 1400-მდე ადამიანს ასაქმებს.