მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Agro-Com-მა ამერიკული Smart Fresh ტექნოლოგია დანერგა

6336fba4e1e5e
ლიკა მეგუთნიშვილი
05.10.22 09:00
921
ფერმერთა მომსახურების ცენტრმა „აგრო-კომმა“ ამერიკული ინოვაციური პროდუქტი - Smart Fresh ტექნოლოგია დანერგა. აღნიშნული მოდელი მოსავლის აღების შემდგომ სამაცივრე მეურნეობებში ხილისა და სხვა ბოსტნეული კულტურების შენახვის პროცესის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.

როგორც კომპანია „აგრო-კომის“ დამფუძნებელი, ირაკლი მერკვილიშვილი BMG-სთან ამბობს, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვამ ფერმერებს ხილის ხანგრძლივად და ხარისხიანად შენახვის შესაძლებლობა მისცა.

„მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის ხარისხიანი შენახვა ყოველთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური Smart Fresh ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამაცივრე მეურნეობებისთვის. მისი გამოყენებით ხილის ხანგრძლივი და ხარისხობრივი შენახვა გარანტირებულია. ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ფერმერები როგორც ბაზარზე, ისე სხვადასხვა მარკეტებში პროდუქტს ძალიან კარგი და ხარისხიანი სახით აწვდიან, რითაც მომხმარებლები კმაყოფილები არიან“, - აცხადებს "აგრო-კომის" დამფუძნებელი, ირაკლი მერკვილიშვილი.