მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

608adc2dedf80
BM.GE
29.04.21 20:15
818
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა. ის ხელმძღვანელად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. 

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურს და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის. მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რომ სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა. 

უწყების ცნობით, ბიუროს ახალი თავმჯდომარე სააღსრულებო სისტემაში 20 წელია მუშაობს. ერეკლე ღვინიანიძე 2002-2012 წლებში სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წლიდან კი, კერძო აღმასრულებელი იყო.

ახალი ხელმძღვანელი მუშაობას დღეიდან შეუდგა.