მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნული ბიურო 12 წლისაა - რა გაკეთდა?

5f759ed887f8b
BM.GE
01.10.20 13:19
1430
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნიდან 12 წელი გავიდა. თავად ბიუროს პრესსამსახური გაწეული სამუშაოების და მიღწევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო გარდა სააღსრულებო წარმოებისა, დღეს მომხმარებელს არაერთ უმნიშვნელოვანეს სერვისს სთავაზობს: ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება, შეფასება, ელექტრონული მაღაზია და სხვა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბიურომ მრავალი, მოქალაქეზე ორიენტირებული ელექტრონული სერვისი დანერგა. მათ შორის:
ელექტრონული გადახდის სისტემა, რომლითაც მხარეებს ბანკში მისვლის გარეშე შეუძლიათ ტრანზაქციის განხორციელება
შეიქმნა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახური ბიზნესის უკეთესად მომსახურების მიზნით;
გაიმიჯნა აღმასრულებლის საქმიანობა მოქალაქესთან სააღსრულებლო საქმეზე კომუნიკაციის ფუნქციისაგან, რისთვისაც ჩამოყალიბდა სპეციალური ქოლ-ცენტრი. შესაბამისად, აღმასრულებლის მუშაობა გახდა უფრო ეფექტური;
დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს საჯარო რეესტრის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეების ფაქტების კონსტატაციის სერვისით უზრუნველყოფა;
 სესხის საფუძველზე წამოწყებული დავებისგან სასამართლოების განტვირთვისა და მსესხებლებისთვის ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯარიმებისა და პროცენტების დაგროვების შემცირების მიზნით, დაიწყო სესხის ხელშეკრულებების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის ელექტრონული სერვისის დანერგვა;
მსხვილ საბანკო დაწესებულებებთან დაინერგა ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის სერვისი. ქონების მოძიების, ყადაღის დადება-მოხსნის ოპერაციების განხორციელება ელექტრონულად გახდა შესაძლებელი;
სააღსრულებო წარმოების პროგრამაში შეიქმნა განწილვადების კონტროლის მოდული, რომლის მეშვეობითაც, შეხსენების და გადახდის ვადების კონტროლის მიზნით, მოვალეებს მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
განხორციელდა ქოლ-ცენტრის პროგრამული და ტექნიკური აღჭურვა. მოქალაქეების ზარს დღის განმავლობაში ერთდროულად 20-მდე ოპერატორი ემსახურება, რითაც მინიმუმამდე დავიდა მოლოდინის რეჟიმი;
აუქციონში გამარჯვებული პირებისთვის აეწყო განკარგულების ელექტრონულად ჩაბარების მოდული, რომლის საშუალებითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ლოტის შემძენს ონლაინ შეუძლია ჩაიბაროს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (განკარგულება);
ელექტრონული გახდა ქონების სამეწარმეო რეესტრში მოძიება/დაყადაღების პროცესი, რამაც საგრძნობლად შეამცირა დროის რესურსი და პროცედურები უფრო გაამარტივა;
განხორციელდა სააღსრულებო სერვისების ელექტრონული/ფიზიკური რეგისტრაციისთვის მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge ადაპტირება და პორტალიდან საქმისწარმოების რეგისტრაცია, განცხადებების გამოგზავნა/მიღება.

"ამ და სხვა ელექტრონული სერვისების დანერგვასთან ერთად, 2013 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იძულებით სააღსრულებო წარმოებასა და გამოსახლების კატეგორიის საქმეებში დაინერგა მხარეთა მორიგებისა და მედიაციის პრინციპები. შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, დაინიშნენ სოციალური მუშაკები. სამსახურის აქტიური ჩართულობით, წლების განმავლობაში იმატებს დავების მორიგებით დასრულების მაჩვენებელი და დღეის მდგომარეობით, გამოსახლების კატეგორიის საქმეების 90%-ზე მეტი მორიგებით სრულდება.

განხორციელდა აღსრულების პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური განვითარებისთვის საწვრთნელი და სასწავლო კურსები; აღსრულების პოლიციამ შეცვალა მიდგომა და მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურთან ერთად, მათი პრიორიტეტი დავების მორიგებით დასრულება გახდა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა აღსრულების ახალ კოდექსზე მუშაობა, რომელიც ქვეყანაში სააღსრულებო სისტემის სრულიად ახალ ინსტიტუციურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. ახალი კანონი უზრუნველყოფს სააღსრულებო სისტემის ევროპული სტანდარტების შესაბამისობას და მეტად ეფექტურ სააღსრულებო პროცესს.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 12 წლის გახდა და დღეს ის სრულიად გამჭვირვალე, თანამედროვე ტიპის სახელმწიფო ორგანიზაციაა", - ამბობენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.