მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების ანგარიშს აქვეყნებს

5f14c329d9f8c
BM.GE
20.07.20 09:00
1179
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 6 თვის განმავლობაში ათასამდე საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულა.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. 

უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში დავალიანების გადახდის შესახებ 6 437 აპლიკაცია შევიდა.

"6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 8 360 საქმე;
აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 73 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 923 შემთხვევაში.

სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მუდმივად მზარდია.

სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.