აღსრულების ეროვნული ბიურო ლოტკინის დასახლებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლოტკინის დასახლებაში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესულია 2019 წელს.
„გამოსახლების პროცესი პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით, მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები მხარეებთან მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით. იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან; კერძოდ, ის თანახმა იყო, მოვალეს გამოესყიდა უძრავი ქონება, ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს საჩუქრად, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა. მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კანონის თანახმად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. სამართლის აღსრულების მიზნით მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი.
რაც შეეხება დაკავებულებს, აღსრულების პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილების შემდეგ დაკავებულია 3 პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელშეშლის გამო. ეს არის იმ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მცდელობა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სამართლის აღსრულებაზე. დაკავებულები გადაყვანილი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი