მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნული ბიურო: მორიგებით დასრულებული 10 ათასამდე საქმე 9 თვეში

5daef408c660a
თელარა გელანტია
22.10.19 16:40
762

აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 9676 ერთეული შემთხვევა შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 352 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა.

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 285 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 6953 მოქალაქეს;

2019 წლის სექტემბრის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8535 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3820 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.