მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არქივი გააციფრულა

6198d84ad977e
BM.GE
20.11.21 15:11
760
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ორგანიზაციის ციფრული არქივი უკვე ამოქმედდა და სააღსრულებო წარმოებისა და სხვა სახის საქმეების მასალები სრულად გაციფრულდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განცხადებით, ბიურო თავის საქმიანობაში ციფრული მმართველობის პრინციპების სრულად დანერგავს გეგმავს, რაც გულისხმობს სააღსრულებო წარმოების, სერვისების, არქივის და სხვა მომსახურების ფარგლებში დოკუმენტაციის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციას.

ერეკლე ღვინიანიძის თქმით, ,,აღსრულების ეროვნული ბიურო გადადის საქმიანობის წარმართვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიურ საფეხურზე, როდესაც ბიურო მინიმუმამდე დაიყვანს ქაღალდის გამოყენებას. საქმისწარმოების პროცესი კი ბიუროში, ფაქტობრივად, სრულად ელექტრონულად წარიმართება“.

ელექტრონული არქივის შექმნისთვის, ბიურომ გააციფრულა 350 ათასამდე სააღსრულებო საქმის ინფორმაცია, ხოლო მატერიალური მასალა განადგურდა. ასევე, განადგურდა 500 ათასამდე სხვა სახის კორესპონდენცია, რომელსაც ამოწურული ჰქონდა მატერიალურად შენახვის ვადა.

ციფრული არქივის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლის დროსა და ფინანსურ რესურს, რადგან ნებისმიერ პირს თავის სააღსრულებო საქმეში ჩართვა, საქმისწარმოების ფარგლებში ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად შეეძლება.