26.სექტემბერი .2019 18:41

აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა შედგა

views 410
უკან

აგვისტროს ომის შემდეგ პირველად, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების  პირისპირ  შეხვედრა გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მიმდინარეობის დროს შეხვდნენ.


მოლაპარაკებები შვეიცარიული მხარის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.


"საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი  ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. შედგა მოსაზრებების გაცვლა რეგიონალური უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით’’,- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.