მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოს პირველ კვირაში ახალი იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა - TBC Capital

62f60e4425746
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 13:17
873
თიბისი კაპიტალის განახლებული აღდგენის ყოველკვირეული დინამიკის მიხედვით, აგვისტოს პირველ კვირაში ახალი გაცემული იპოთეკური სესხებისთვის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციებში კვლავ ორნიშნა ზრდა ფიქსირდება.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2022 წლის 1-8 აგვისტოს პერიოდში, თიბისი არხების საშუალებით გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და წლიურად -10% შეადგინა.

1-6 აგვისტოს პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა და წ/წ 15%-ს გაუტოლდა.

აღდგენის დინამიკის მიხედვით, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და ზრდას განაგრძობს, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა.

უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი სურსათსა და ფარმაციის გარდა კატეგორიებზე აგვისტოს პირველ კვირაში გაზრდილია.