მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $199 მილიონის შემოსავალი მიიღო

614afbc3c7868
შოთა ტყეშელაშვილი
22.09.21 13:47
614
2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან $199 მილიონი მიიღო, ხოლო 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა $704 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის შედეგზე 30%-ით მეტია. 

საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი მატების მიუხედავად, ის 2019 წელთან შედარებით მაინც 75%-ით ნაკლებია, შესაბამისად, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 25%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ აგვისტოს განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 156,101 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, შემდეგ პოზიციებს თურქეთი და უკრაინა იკავებენ.

TOP 15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 რუსეთი - 39 909 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 809%
2 თურქეთი - 34 847 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 114%
3 უკრაინა - 29 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2849%
4 საქართველო (არარეზიდენტი) - 23 117 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 390%
5 სომხეთი - 22 733 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 161%
6 საუდის არაბეთი - 16 436 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16435%
7 ბელარუსი - 13 494 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5678%
8 ყაზახეთი - 12 221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2489%
9 აზერბაიჯანი - 11 181 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 198%
10 პოლონეთი - 6 954 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12100%
11 გერმანია - 4 567 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 962%
12 უზბეკეთი - 4 455 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 437%
13 ა შ შ - 3 777 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4805%
14 ინდოეთი - 3 085 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 102733%
15 ქუვეითი - 2 766 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27650%.