მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოს იმპორტი $154 მილიონი დოლარით შემცირდა

5f5f1d9cdb07c
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.20 11:38
795
2020 წლის აგვისტოში საქართველომ უცხოეთიდან $643.3 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 19.3%-ით, ანუ $153.8 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტის მსგავსად ექსპორტიც შემცირებულია. 

აგვისტოში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $292.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი წლიურ ჭრილში $23.7 მილიონი დოლარით ანუ 7.5%-ითაა შემცირებული. 

რაც შეეხება ჯამურად იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებს, ექსპორტი $2.07 მილიარდი დოლარი იყო (14.7%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი - $4.95 მილიარდი აშშ დოლარი (17.5%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში $2.88 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0% შეადგინა.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი დასახელების საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის კლებამ განაპირობა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შემცირება. ასევე, უცნობია თუ რა ნაწილი ეჭირა აგვისტოში რეექსპორტს მთლიან ექსპორტთან მიმართებით. აღნიშნულ მაჩვენებლებს საქსტატი 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს.