13.სექტემბერი .2019 16:07

აგვისტოში საქართველოს საზღვრის კვეთა რუსეთიდან 6%-ით შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან - 23%-ით გაიზარდა

views 396
უკან

აგვისტოში რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთა 6%-ით შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან 23%-ით გაიზარდა - აგვისტოს თვის სტატისტიკას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია საზღვრის კვეთების რაოდენობა რუსეთიდან, კლება 6%-ია(252 873); გასულ წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საზღვარი აგვისტოში 270 022-ჯერ გადაიკვეთა.

ამის პარალელურად გაზრდილია საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან 16%-ით(287378), სომხეთიდან 4%-ით(249 706), თურქეთიდან +9%-ით(180 933), ევროკავშირის ქვეყნებიდან +23%-ით(79 044), უკრაინიდან(33240) და ისრაელიდან(30140) 21%- 21%-ით.

ცნობისთვის, აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. როგორც bm.ge-ს ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ სტატისტიკას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაასაჯაროვებენ. მათივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ შს სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებულია, შესაძლოა, მონაცემები არ დაემთხვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა