მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა - PMCG

61488669003d9
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 09:00
851
კვლევით ცენტს PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი, პანდემიურ 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა.

2021 წლის აგვისტოში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.2%-ითაა გაზრდილი. მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5%-ით შემცირდა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში სასტუმროს ფასების ინდექსი ივლისის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია და კლება 0.9%-ია. მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.5%-ით შემცირდა.

კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად, რაც შერჩევითი პრინციპით ხდება, 2021 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 151 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 268 ლარი შეადგინა. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 95 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 514 ლარი შეადგინა. ამასთან, ამ ტიპის სასტუმროებში განთავსების ღირებულება ყველაზე მაღალი კვლავ გურიაშია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 807 ლარი შეადგინა, თბილისში - 604 ლარი, აჭარაში - 570 ლარი, ხოლო კახეთში - 546 ლარი.