მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში თბილისის აეროპორტში 2019 წლის მგზავრთნაკადის 92% აღდგა

631ee236612b9
BM.GE
12.09.22 11:54
444
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანი ზრდაა.

ინფორმაციას "ტავ ჯორჯია" ავრცელებს, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.

"ტავ ჯორჯიას" ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.