მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში, წლიურად, ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა

6149ebcc42be4
დავით ჯალაღონია
22.09.21 09:45
650
საქართველოში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით 40.1%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 351.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

აქედან აგვისტოში, თბილისში, 250.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რეგიონებში - 391.8 მლნ კვტ.სთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კი - 187.4 მლნ კვტ.სთ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გენერაციას, გასულ თვეს საქართველოში ჰიდროსადგურებმა 1 მლრდ 23.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 173.2 მლნ კვტ.სთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურმა კი - 5.5 მლნ კვტ.სთ.