05.სექტემბერი .2020 17:20

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 207 ფაქტი გამოვლინდა

views 267
უკან

მიმდინარე წლის აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.