მსოფლიოში წლის განმავლობაში, დაახლოებით, 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, მაგრამ გადამუშავდება ამ რაოდენობის მხოლოდ 9%. სწორედ ამ 9%-ში თავისი წვლილის შეტანას საქართველოდან კომპანია Plasticwatcher-ი და მისი დამფუძნებელი ეკა ასათიანი ცდილობს.
„მრავალი განვითარებული ქვეყანა დგას პლასტიკის დაბინძურების და მის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე. ევრო გაერთიანება 2030 წლისთვის მიაღწევს პლასტიკის და პოლიეთილენის შეფუთვის გადმუშავებადი და ხელახალი გამოყენების მასალებით ჩანაცვლებას. საქართველოც აუცილებლად უნდა შეუერთდეს ამ ტენდენციას. საქართველო უნდა იქცეს პლასტიკისგან სრულიად განთავისუბფლებულ ქვეყნად, რაც შეიძლება მალე!“, - ვკითხულობთ Plasticwatcher.ge-ის ვებგვერდზე.
კომპანიის დამფუძნებელი ეკა ასათიანი კი, bm.ge-ის უყვება, რომ მეორადი პოლიეთილენის ნივთებისგან ქმნის ხელნაკეთ, გადამუშავებული პოლიეთილენის მდგრადი მოდის ნივთებს, რომლებსაც თავადაც იყენებს, სხვასაც უზიარებს და საქართველოს საზღვრებს გარეთაც გააქვს.
„ვაგროვებთ პოლიეთილენის ნარჩენებს, ვშლით, ვამუშავებთ და ვქმნით ე.წ. ნაჭერს, მასალას, რისგანაც ვკერავთ საწვიმრებს, ჩანთებს, საკანცელარიო და სხვადასხვა ნივთებს, თუმცა მთავარია, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები ისევ ნარჩენად არ აკუმულირდეს, უნდა გამოიყენონ იქამდე, სანამ დროსთან ერთად არ გაილევა. ეს არის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს ჩვენი ნივთების კონცეფციას“, - აცხადებს BM.GE-ისთან ეკა ასათიანი.
Plasticwatcher.ge ყველა სოციალურ ქსელში იძებნება და ასათიანის თქმით, დაახლოებით, ერთი კვირაში ნარჩენებისგან შექმნილი პროდუქცია ონლაინ გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ Plasticwatcher-ი უკვე „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების ნომინანტების სიაში “გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
ეკა ასათიანი თვლის, რომ ამ კონკურსში მონაწილეობით, მის ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს, რაც ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას და მისი ფილოსოფიის - „აიღე, გააკეთე, დააბრუნე და არავითარ შემთხვევაში არ გადააგდო“, პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ყველამ არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს ვებგვერდი, როგორ უნდა გააკეთოს პიარ სტრატეგია და ა.შ. როდესაც ამ საქმეში ასეთი ძლიერი ბანკი გეხმარება, თავის გამოცდილებას გიზიარებს და გასწავლის, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ეკა ასათიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი