10.ოქტომბერი .2019 22:20

აიკრძალება თუ არა მონიტორთან 3 საათზე მეტხანს მუშაობა?-ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

views 5476
უკან

როგორ უნდა იყოს თქვენი სამუშაო სივრცე და როგორ მოხდება უსაფრთხოების ნორმების კონტროლი? - მთავრობა ახალ ევროდირექტივას ამუშავებს, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

როგორც bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა,  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ქვეყანა ვალდებულია, 2019 წლის ბოლომდე დაამტკიცოს "მონიტორიან დანადგარებთან მუშაობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი".


მისივე ინფორმაციით, ტექნიკურ რეგლამენტით განსაზღვრულ წესებს ძირითადად სარეკომენდაციო სახე ექნება.


ამასთან, ფერაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სოციალურ პარტნიორებთან, კერძო სექტორთთან და ბიზნესასოცაციებთან აქტიურად გადიან კონსულტაციებს, ამიტომ ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო ვერსია ჯერ ჩამოყალიბებული არაა, თუმცა მედიაში სამუშაო ვერსიიდან რამდენიმე თემაზე უკვე დაიწერა. მათ შორისაა თუ როგორი უნდა იყოს დასაქმებულის სამუშაო სივრცე.


როგორც "საქმის კურსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამუშაო სივრცე 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო სივრცე კი, სადაც დასაქმებულს სამუშაო დროის გატარება უწევს, შესაბამისი განათებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვინაიდან არასათანადო განათება მათი შეფასებით,  სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.


რაც შეეხება მონიტორთან მუშაობის ახალ წესებს, მას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი ექნება, კონკრეტულად კი დასაქმებულმა 3 საათის შემდეგ კომპიუტერის ეკრანისგან უნდა დაისვენოს.


ცნობისთვის: როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, 3 საათიანი ლიმიტი ტექნიკური რეგლამენტის უახლეს პროექტი ამოღებულია. 






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა