მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Astana-მ ალმატი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა

609fbde80394b
თამთა ჯიჯავაძე
15.05.21 16:23
615
დღეს, 15 მაისს, ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ ალმატი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.

ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში სამი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 17 მაისიდან პირველ რეისს საუდის არაბეთიდან მიიღებს. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.