მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Astana-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენები განაახლა

629dd04c08378
BM.GE
06.06.22 14:09
897
Covid-19-ის პანდემიის შემდეგ პირველად, ავიაკომპანია Air Astana-მ ნურ-სულთანიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენები განაახლა. რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

​ზაფხულის სეზონზე Air Astana, თბილისიდან ყაზახეთის ორი მიმართულებით (ალმატი, ნურ-სულთანი) ფრენებს კვირაში რვა სიხშირით შეასრულებს.

Air Astana-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ოპერირება 2012 წელს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წელს დაიწყო.