23.მარტი.2016 16:25
საზოგადოება

Air Astana მგზავრებს ქართულ ღვინოს შესთავაზებს

Air Astana მგზავრებს ქართულ ღვინოს შესთავაზებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია "Air Astana"-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ. აღნიშნული აქცია "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქ. ასტანას საერთაშორისო აეროპორტის ახლად გახსნილ ვიპ–დარბაზში მიმდინარეობს.

"ქართული ღვინის კვირეული" ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია "Air Astana"-ს მხარდაჭერით 18-იდან 23 მარტის ჩათვლით იმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის შესახებ, ხაზი გაესვა იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana“-ს გადაწყვეტილებით 2015 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდა ავიარეისები ასტანა – თბილისი–ასტანას მიმართულებით.

24.აპრილი.2019 22:28
156

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს 2.5-ჯერ მეტი მოსამართლე სჭირდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:00
80

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება

ვრცლად
24.აპრილი.2019 15:30
307

რას უკავშირებს GDI ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე მთავრობის გააქტიურებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 14:43
301

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოაკლდებათ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:40
102

მამუკა ბახტაძე: განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:17
114

პანკისში, სადაც დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს

ვრცლად