05.მარტი .2021 20:30

Air Astana საქართველო-ყაზახეთს შორის რეგულარულ ავიარეისებს 16 მარტიდან განაახლებს

Air Astana საქართველო-ყაზახეთს შორის რეგულარულ ავიარეისებს 16 მარტიდან განაახლებს
views 376
უკან

16 მარტიდან, საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ ალმათი - თბილისი - ალმათის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ძალაში შესვლიდან (მარტის ბოლო კვირა), ავიარეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 4 მარტს მიანიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.