მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air France პარიზი-თბილისის რეისების აღდგენას 1 აგვისტოდან გეგმავს

5f074e334e2bd
BM.GE
10.07.20 00:00
1455
ფრანგული ავიაკომპანია Air France-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას avianews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქართველოში ფრანგული ავიაკომპანიის გენერალურ აგენტ კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, რომ Air France სეზონურ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1-ლი აგვისტოდან შეასრულებს.

Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანიის გეგმა აქტიური იქნება 22 ოქტომბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ხუთ ქვეყანას უხსნის საზღვრებს, მათ შორისაა საფრანგეთიც.