ქართულმა ავიკომპანია „აირ ჯორჯიამ“ საქართველოს მთავრობას ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტური ფრენების შესრულების შესახებ პროექტი „აირ ჯორჯია ექსპრესი“ წარუდგინა, თუმცა პროექტის განხილვის შემდეგ, საბოლოო პასუხის გასაცემად ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანისგან დრო ითხოვეს.
როგორც კომპანიის მფლობელი გიორგი კოდუა BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, „აირ ჯორჯია“ სახელწმიფოსგან იმ პირობებს ითხოვს, რა პირობებითაც Wizzair ოპერირებს; მოთხოვნა აეროპორტის მოსაკრებელს შეეხება.
„რამდენიმე თვის წინ ჩამოსული იყო Airbus-ის რეგიონალური მენეჯერი და შეხვედრები გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან. მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებდით. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფოს წარვუდგინეთ პროექტი „აირ ჯორჯია ექსპრესის“ სახით, რაც ქუთაისიდან ქართული ავიაკომპანიის მიერ დაბალბიუჯეტიანი ფრენების შესრულებას გულისხმობს. პროექტი მიიღეს, თუმცა დასტური არ ყოფილა. იყო რაღაც ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რის შედეგადაც განვაცხადეთ, რომ „აირ ჯორჯიას“ მიმართაც უნდა იყოს იგივე მიდგომა, რაც Wizzair-თანაა. თუ Wizzair-ს აეროპორტის გადასახადი პირობითად 0 დოლარი ექნება და მე მექნება 10 დოლარი, ეს იქნებოდა კონკურენტების არათანაბარ პირობებაში ჩაყენება. მე რომ გავყიდო ბილეთი 30 ევროდ და მან 20 ევროდ, 10 ევროს მე აეროპორტში ვიხდი და ანუ ის ჩემზე წინაა, რაც დარღვევაა. რითია ქართულ კომპანიაზე უკეთესი Wizzair, თუ უკეთესია, მაშინ არ ვაპირებ ფრენებს და ვიფრენ მხოლოდ თბილისიდან“, - განაცხადა „აირ ჯორჯიას“ მფლობელმა.
გიორგი კოდუა ამბობს, რომ ბოლო შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან სექტემბერში შედგა. ის იმედოვნებს, რომ საკითხი ერთ თვეში გადაწყდება.
„ეს საკითხი მთავრობამ უნდა განიხილოს და თუ დათანხმდებიან, იგივე პირობები შემომთავაზონ რაც "ვიზეარს" აქვს, მზად ვარ, დავბაზირდე ქუთაისში და განვახორციელო დაბალბიუჯეტური ფრენები ევროპის ნებისმიერი მიმართულებით. თუ იქნა უარი, „აირ ჯორჯიას ექსპრესის“ პროექტი აღარ განხორციელდება და ვიქნებით მხოლოდ თბილისში, ხოლო იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ქუთაისის აეროპორტისთვის უნდა ჩამოვიყვანოთ, გავუშვებთ გერმანიაში, სადაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, იქ დავაბაზირებთ თვითვმფრინავებს და ვიფრენთ ევროპაში", - აცხადებს კოდუა.
მისი ინფორმაციით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, „აირ ჯორჯია ექსპრესი“ დაბალბიუჯეტურ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან არამხოლოდ ევროპის ქვეყნების მიმართულებით, არამედ კიევის, თურქეთის, მოსკოვის და თელ-ავივიშიც შეასრულებს.
ცნობისთვის, ავიკომპანია 2021 წლის მარტ-აპრილამდე 7 AIRBUS-ის თვითმფრინავის შემოყვანას გეგმავს, საიდანაც 2-ის ბაზირება ქუთაისში უნდა მოხდეს, დანარჩენი თვითმფრინავები კი, თბილისის აეროპორტიდან იფრენენ. პროექტი ქართულ-არაბული 100-150 მლნ დოლარის ინვესტიციით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2 AIRBUS A-320-ის თვითმფრინავები კომპანიას გუშინ უნდა ჩამოეყვანა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ