მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Moldova ხუთ ქვეყანაში ავიარეისებს აუქმებს - მათ შორისაა საქართველო

6400cd0842fbc
ალა ისპირიანი
02.03.23 21:00
5808
მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია, პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისებს აუქმებს.

Air Moldova-ის პრესსამსახურის ცნობით, ავიარეისების გაუქმება ტექნიკური სირთულეების გამო გადაწყდა.

„გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.