10.ივლისი .2020 12:13

AirBaltic-ი აცხადებს, რომ ფრენებისთვის საქართველოს მთავრობისგან საბოლოო დასტური არ მიუღიათ

views 801
უკან

ლატვიური ავიაკომპანია  AirBaltic-ი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან რეგულარული ფრენების შესრულებაზე საბოლოო დასტური ამ დრომდე არ მიუღიათ, - ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში არის საუბარი. 

ავიაკომპანიის ინფორმაციით, დასტურის მიღების შემდეგ, ფრენების განხორციელებას 5 აგვისტოდან დაიწყებენ და თავდაპირველად თბილისი-რიგას მიმართულებით შეასრულებენ რეისებს. 

"AirBaltic-ი ამჟამად თანდათანობით ზრდის ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან არსებულ ფრენების სიხშირეებს. ავიაკომპანია ამჟამად ემზადება, რომ 5 აგვისტოდან განაახლოს ფრენები რიგასა და თბილისს შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, შესაბამისად მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში, მოქნილად გადავაწყოთ ფრენების განრიგი. ფრენები შესრულება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ყველა შესაბამის ნებართვას საქართველოს მთავრობისგან,"- ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ პასუხში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ 5 ქვეყნის მოქალაქისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Lufthansa-სთან, AirBaltic-თან და AirFrance-თან მიმდინარეობს. 

 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა