საფრანგეთში პლატფორმა Airbnb-ზე ბინის გაქირავების მსურველებს, მერიის ოფიციალური ნებართვა სჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოზე მიიღეს და მხარი დაუჭირეს საფრანგეთის ინიციატივას, რომლის თანახმადაც Airbnb-ზე ბინის მოკლევადიანი გაქირავებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დასტურიც საჭიროა.
საფრანგეთში ეს წესი ამ დრომდეც იყო მიღებული და დამკვიდრებული, ამიტომაც ჯარიმდებოდნენ ადამიანები, რომლებიც სახლს ფაქტობრივად, უკანონოდ აქირავებდნენ, ხოლო ბოლო ორი შემთხვევის შედეგად, საქმე სასამართლოში გაგრძელდა და ინიციატივამ უფრო სერიოზული სახე მიიღო.
პარიზის ხელისუფლებამ ორი სახლის მეპატრონე დააჯარიმა, რომლებსაც მსგავსი ნებართვა არ ჰქონდათ მიღებული მერიისგან და ფაქტობრივად, უკანონოდ აქირავებდნენ უძრავ ქონებას. დაჯარიმებულებმა კი, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც საქმე მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ გადაწყვიტა და ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთში მოქმედი კანონი "აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს". ასე რომ ჯარიმაც გადაიხადეს და საკითხიც გაამკაცრეს.
თავად პლატფორმა Airbnb, რომლისთვისაც საფრანგეთი მომხმარებლებისა თუ გაქირავების რაოდენობით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ რიგით მეორე ბაზარია, სასამართლო პროცესში არ მონაწილეობდა. როგორც მენეჯმენტმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს მის საქმიანობაზე უშუალოდ პარიზში, აქ მოკლევადიანი დაქირავება შეიძლება შესრულდეს წელიწადში 120 დღემდე.
ფაქტი კი არის ის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში განპირობებულია გრძელვადიანი გაქირავების წახალისებით. ეს ყველაფერი კი სერიოზულად დააზიანებს ისედაც რთულ მგომარეობაში მყოფ ბიზნესს. რაც შეეხება სტატისტიკასა და ბოლო მონაცემებს, ახალი კორონავირუსის გამო, Airbnb-ზე დარეგისტრირებული მასპინძლების 47% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, სტუმრების 70% Airbnb-ის სერვისით სარგებლობას ერიდება, ხოლო 64% ან ჯავშნის გაუქმებას აპირებს ან უკვე გააუქმა - ასეთია covid-19-ის გავლენა Airbnb-ზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა