მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb for Work – ონლაინ პლატფორმა ოფისების გაქირავებას იწყებს

5dc410ca74468
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 17:20
1282

«Airbnb for Work» - მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ინტერნეტ პლატფორმა Airbnb, რომელიც საცხოვრებელი სახლების გაქირავებით არის დაკავებული, ახალი ინიციატივით გამოდის. კომპანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ 31 ენა, მათ შორის ქართულიც დაამატა, ახლა უკვე საოჯახო- სამუშაო ოფისების გაქირავებას იწყებს.

სამუშაო ადგილებს ვებგვერდი მსურველებს, ქალაქის ცენტრებსა თუ ქალაქგარეთ მყუდრო კოტეჯში შესთავაზებს.


"ვისაც სამსახურისთვის მყუდრო, თანამედროვე და იდეალური ოფისის მოძებნა სურს, ახლა ეს შესაძლებელია ჩვენს ვებ – გვერდზე’’- ციტირებს უცხოური მედია კომპანიაზე დაყრდნობით.



ამასთან, აღსანიშნავია, რომ საოჯახო-სამუშაო ოფისების გარდა, Airbnb შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის ოთახების გაქირავებასაც იწყებს.