მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი და Vrbo ზაფხულის ჯავშნებით დატვირთულია

6061b33d761d1
თათია კაკიაშვილი
29.03.21 22:07
732

პანდემიური წლის შემდეგ, ხალხი თანდათან საზაფხულო შვებულებების დაგეგმვას იწყებს, რაც Airbnb-სა და Vrbo-ს ჯავშნებზე უკვე აისახა. ონლაინ ტურისტული გიგანტის Expedia-ს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულისთვის Airbnb-ი და Vrbo ჯავშნებით საკმაოდ დატვირთულია. შედეგად, CNN-ის ცნობით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Airbnb-ის აქციები 20%-ით გაზრდილია, Expedia-ს სრული აქციები კი - 30%-ით.

2021 წლის საზაფხულო ჯავშნები ისეთ ავიაკომპანიებსა და სასტუმროებზე, როგორებიცაა United Airlines-ი და Southwest-ი 30%-ითაა გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, Hilton-სა და Marriott-ზე კი - 10%-ით. 

„წელს ფენომენური აღდგენა გვაქვს. ვპროგნოზირებთ, რომ ზაფხული მოგზაურობის მსურველებისთვის „ბუმის პერიოდი“ იქნება. ადამიანები დასასვენებლად ისეთ მიმართულებებს ეძებენ, რომლებიც პანდემიის დროს შედარებით დაბალი ინფიცირების დონით გამოირჩეოდა“, - განაცხადა Vrbo-ს პრეზიდენტმა ჯეფ ჰარსტმა.