მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი ეძებს ადამიანს, რომელიც იტალიაში 1 წელი უფასოდ იცხოვრებს

61f46ef2aa458
მარიამ ადამია
02.02.22 00:00
1380

ბოლო რამდენიმე წელია, სოციალურ თუ ტრადიციულ მედია საშუალებებში აქტიურად იწერება იტალიის პატარა ქალაქების შესახებ, რომლებიც სრულიად დაცლის შეჩერების მიზნით უჩვეულო კამპანიაში ჩაებნენ  და სახლების გაყიდვა სულ რაღაც 1 დოლარად დაიწყეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მეპატრონე ქალაქში გადასახლდება და სახლს შეაკეთებს. 

კამპანიამ გაამართლა და მიუხედავად ბევრი ეჭვისა თუ რიგი პრობლემებისა, სახლებს ბევრი მსურველი გამოუჩნდა. შეძენილი სახლების მეპატრონეებს შორის ერთ-ერთი, ბინების გაქირავების კომპანია Airbnb-ია, რომელმაც იტალიის კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ სამბუკაში ერთ-ერთი ასეთი სახლი, ზუსტად 1 ევროდ შეიძინა, შეაკეთა და ახლა მისი გაქირავება სურს. ამისთვის კი კომპანია მოხალისეს ეძებს, რომელიც სასტუმროში უფასოდ იცხოვრებს და ტურისტებს მოემსახურება. როგორც Airbnb-ი საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, იძებნება ადამიანი, რომელიც რესტავრირებულ სახლში სრულიად უფასოდ იცხოვრებს და მეტიც, სასტუმრო მისთვის შემოსავლის წყაროც გახდება. მასპინძელი თავად აირჩევს სასურველ საძინებელ ოთახს. ამასთან, შერჩეულ კანდიდატს უფლება აქვს თან მეწყვილე ან მეგობარი წაიყვანოს და მასთან ერთად იცხოვროს.

განცხადების გაკეთება ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია, თუმცა უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც ფლობს ინგლისურ და/ან იტალიურ ენას.