მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი ჯავშნების უპრეცედენტო ზრდის შესახებ აცხადებს

609e845e618e5
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.21 21:00
995
მოგზაურობისთვის განკუთვნილი პლატფორმა Airbnb-ი, ჯავშნების უპრეცედენტო ზრდის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Airbnb-ის მიხედვით, პირველ სამ თვეში ჯავშნების რაოდენობამ აშშ-ში პანდემიამდე ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, მას შემდეგ რაც აღნიშნულ ქვეყნებში კოვიდის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა შემსუბუქდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პანდემიის გამო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გაუმჯობესებული, ჩვენი ვარაუდით მოგზაურობა პანდემიამდე მდგომარებას იმაზე სწრაფად უბრუნდება, ვიდრე კომპანია ვარაუდობდა“, - განაცხადა ბრაიან ჩესკიმ, Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში Airbnb-ის შემოსავლები 886.9 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა გასული წლის შესაბამის პერიოდთან მაინც 13%-ით შემცირებულია.