მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი თანამშრომლების, დაახლოებით, 25%-ს ათავისუფლებს

5eb28c7b70ecc
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 17:19
997
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და საერთაშორისო ტურიზმის შეწყვეტის გამო Airbnb-ი თანამშრომლების, დაახლოებით, 25%-ს ანუ 1,900 კაცს დაითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი  ბრაიან ჩესკი წერს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, იძულებულია, თანამშრომლები გაათავისუფლოს და ექსპერიმენტულ პროექტებზე ხარჯები შეამციროს.

აღსანიშნავია, რომ კრიზისამდე კომპანიაში 7,500 ადამიანი მუშაობდა.

ჩესკის თქმით, ზიანი, რაც კომპანიას კრიზისის შედეგად მიადგა, დროებითი ან მოკლევადიანი არ იქნება.

Airbnb-ის თანამშრომლების დათხოვნა ხარჯების შემცირების, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის და ვალების აღების მიუხედავად მოუწია.

"ახალ სამყაროში მოგზაურობა განსხვავებული იქნება და Airbnb-ი შესაბამისად უნდა გარდავქმნათ. ადამიანებს მეტად ენდომებათ უსაფრთხო და უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტები", - წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

Airbnb-ის დათხოვნილი თანამშრომლები მომდევნო 14 კვირის ხელფასს მიიღებენ, რასაც დაემატება კომპენსაცია, რომელსაც მათ მიერ კომპანიაში გატარებული დრო განსაზღვრავს.