მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი ტურიზმის მნიშვნელოვან აღდგენას პროგნოზირებს

603910e48f79d
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.21 23:44
1064
მსოფლიოში ცნობილი პლატფორმა Airbnb-ი ტურიზმის მნიშვნელოვან აღდგენას პროგნოზირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ჩესკი აცხადებს, რომ მოგზაურობის აღდგენა შეინიშნება, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში „ლოქდაუნი“ იხსნება, შესაბამისად ონლაინ პლატფორმაზე აპარტამენტების ჯავშნების მაჩვენებელიც გაზრდილია.

ჩესკი აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი მიმდინარე წელს, რადგან განსაკუთრებით გაიზრდება მოთხოვნა კერძო აპარტამენტებზე, ამას ხელს „დისტანციურად მუშაობის“ პრაქტიკაც უწყობს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს დიდი ხნით დარჩეს უცხო ქვეყანაში და დისტანციურად იმუშაოს.

„ჩვენ არ ვაკეთებთ რაიმე კონკრეტულ პროგნოზს 2021 წლისთვის, ეს უბრალოდ ჩვენი განწყობაა მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჩესკიმ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 4.6 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა გასულ წელს, აქედან 3.9 მილიარდი აშშ დოლარი 2020 წლის ბოლო კვარტალზე მოდის. კომპანიის შემოსავალი კი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 30% შემიცრდა.