მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-იმ ხელი მოაწერა 500 მილიონიან გარიგებას ოლიმპიადის სპონსორობასთან დაკავშირებით

5dd543d876ec4
ნათია თაქთაქიშვილი
20.11.19 17:45
802

Airbnb- მ ხელი მოაწერა სპონსორობის გარიგებას ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ Airbnb-ი ვალდებულია უზრუნველყოს მომავალი ცხრა წლის განმავლობაში ”გარანტირებული” განთავსება მოახლოებული ოლიმპიური ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებში - ტოკიო 2020, პეკინი 2022, პარიზი 2024, მილანი 2026, ლოს ანჯელესი 2028.

როგორც ჯო გებია, Airbnb-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს მსგავს გარიგებაში ჯერ მათ კომპნიას მონაწილეობა არ მოუღია და აღნიშნული გარიგებით კომპანია შეუერთდება ოლიმპიური კომიტეტის დანარჩენ პარტნიორებს: Coca-Cola, Alibaba, Atos, Bridgestone, Dow, GE, Intel, Omega, Panasonic, P&G, Samsung, Toyota და Visa.

ბრაიანჩესკიმ, Airbnb-ის CEO,იმსჯელა იმაზე, თუ რა დიდი როლი შეიძლება ქონდეს მასპინძლობისპლატფორმას ოლიმპიადაზე.

”ასობით ათასი ადამიანი, თუ მეტი არა, აპირებს ტოკიოში ჩასვლას ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მათ არ აქვთ საკმარისი სასტუმროები და იაპონია არ აპირებს სასტუმროების აშენებას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ალტერნატიული გასაჩერებელი ადგილი“, აღნიშნავს ჩესკი.

წყარო: Forbes