მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ის მასპინძლებს ახალი სანიტარული ნორმების დაცვა მოუწევთ

5ea6dc8691d7a
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 18:40
1181
ონლაინ პლატფორმა Airbnb-ს მასპინძლებს ახალი სანიტარული ნორმების დაცვა მოუწევთ. ერთ-ერთი ნორმის მიხედვით, მასპინძელმა სტუმრების ყოველ მომდევნო მიღებას შორის შუალედი 72 საათამდე უნდა გაზარდონ. ამის შესახებ ინფორმაცია skift.com-ზე ვრცელდება.

ახალი ინიციატივის მიზანია, სტუმრების ნდობის გაზრდა კორონავირუსის კრიზისის შემგდომ პერიოდში. პლატფორმა Airbnb-ის ახალი ოფცია ექნება, რომელიც რეზერვაციების დროს გააკონტროლებს და ავტომატურად დაბლოკავს განცხადებას, სანამ კომპანიის მიერ დაწესებული 72 საათი არ გავა.

Airbnb სავარაუდოდ ახალ ნორმებს მაისიდან აამოქმედებს.

კომპანიის თანახმად, ნომრების დალაგების სპეციალური პროტოკოლიც ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მკაცრად გაკონტროლდება, თუ რამდენად ხდება ნორმების აღიარებული სტანდარტებით წმენდა. კომპანია ასევე გეგმავს სერტიფიცირების პროცესის ამოქმედებას.

Airbnb-ს მომხმარებლებს ექნებათ წვდომა იმ ინფორმაციაზე, თუ რომელმა მასპინძელმა აირჩია და რომელი შეუერთდა დასუფთავების სპეციალურ პროტოკოლს. აღსანიშნავია, რომ თავად პლატფორმა მასპინძლებს არ ავალდებულებს ამ პროგრამაში ჩართვას, მაგრამ აფრთხილებს, რომ თუკი სისუფთავის პორტოკოლს არ დაიცავენ, შესაძლებელია ჯავშნების დიდი ნაწილი დაკარგონ.