მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb: მოგზაურობა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

6001919e05baf
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.21 00:10
2183
მოგზაურობის პლატფორმა Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან ჩესკის გნაცხადებით, მოგზაურობა სამუდამოდ შეიცვლება და ის არასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩესკის განცხადებით, ტრადიციული ტურიზმი, რომელიც სხვადასხვა ადგილების მონახულებას გულისხმობს, შეიცვლება და ადამიანები უფრო ახლობლების მოსანახულებლად ივლიან, ვიდრე მსოფლიოს დასათვალიერებლად ან თუნდაც ბიზნეს შეხვედრების გასამართად.

„მოგზაურებს ნაკლებად ენდომებათ Times Square-ის მონახულება. მათ ენდომებათ მეგობრების და ოჯახის წევრების მონახულება, რომლებიც დიდი ხანია არ უნახავთ“,-განაცხადა ჩესკიმ.

გამოცემა წერს, რომ მოგზაურობის პლატფორმა Airbnb-ი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა და 2020 წლის პირველივე 8 კვირაში, კომპანიის შემოსავლები 80%-ით შემცირდა.