მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 15 თებერვალს სულ 3 560 აცრა ჩატარდა - NCDC

620cb4d264d87
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.22 12:31
478
სართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ 16 თებერვლის მონაცემებით, სულ 2 783 856 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის მინიმუმ 1 დოზით ადამიანია 1 344 494 ვაქცინირებული, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.8%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 236 254 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 43.0%; ამასთან, ბუსტერ-დოზით 200 525 პირია აცრილი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 3 995 (2.25%), ხოლო სრულად - 3 010 (1.70%) მოზარდია აცრილი;

16-17 წლის მოზარდებში კი მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 487 (15.40%) პირი, სრულად აცრილია - 10 986 (13.55%).

რაც შეეხება აცრის დღიურ მაჩვენებელს, 15 თებერვალს 3 560 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით კი აცრების რაოდენობა ასე ნაწილდება: თბილისი - 1 045; იმერეთი - 526; აჭარა - 410; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 392; კახეთი - 312; ქვემო ქართლი - 252; გურია - 228; შიდა ქართლი - 215; სამცხე-ჯავახეთი - 85; მცხეთა-მთიანეთი - 54; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 41.