მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb წვეულებისთვის სახლებს აღარ გააქირავებს - კომპანია მიზეზს განმარტავს

5dbff79f6d7aa
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 19:14
1038

Airbnb-იმ კერძო წვეულებებისთვის  საცხოვრებელი სახლების გაქირავება აკრძალა.  BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება კალიფორნიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.  ცნობისთვის: ჰელოუინის დღესასწაულზე, ქალაქ ორინდაში Airbnb-ის მეშვეობით ნაქირავებ კერძო სახლში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი - დაიჭრა.

როგორც Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მათ წვეულებებისთვის სახლების გაქირავება აკრძალეს. 


„ჩვენ წვეულებებისთვის სახლებს არ გავაქირავებთ. ამ ნაბიჯით მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას ორმაგი ძალისხმევით მოვეკიდებით“, - დასძინა მან.

სამართალდამცველების ცნობით, კალიფორნიის პატარა ქალაქ ორინდაში ნაქირავებ კერძო სახლში, ჰელოუინის წვეულებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სროლის მოტივი უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციას ჯერ არავინ დაუპატიმრებია.