მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ზე ჰარი პოტერის სახლი ქირავდება

5dc29d4f63b78
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 22:00
2001

ჰარი პოტერის წიგნების და ფილმების მოყვარულებს პოტერის მშობლიურ სახლში შვებულების გატარების საშუალება ეძლევათ. სახლი, სადაც ლილი და ჯეიმს პოტერები ცხოვრობდნენ, მანამ სანამ ისინი ლორდ ფოლდემორტმა ამოხოცა, ცნობილ და პოპულარულ ვებ-საიტ Airbnb-ზე გამოჩნდა. როგორც დასავლური გამოცემები იტყობინებიან, მისტიკური სახლის ქირაობა დღეში 128 ევროდ არის შესაძლებელი.

 


სახლი ბრიტანეთის საფოლკის საგრაფოში, პატარა სოფელ ლავენჰემში მდებარეობს. სტუმრების განკარგულებაში ორი საძინებელი ოთახი, ორი სველი წერტილი, ტელევიზორი, WiFi, მისაღები ოთახი ბუხრით და ულამაზესი ბაღი იქნება. "გამოქვაბულის’’ დიასახლისი, სახელად ჯეინი, ტურისტებს ყოველ დილით ინგლისურ საუზმესაც ჰპირდება.




როგორც Airbnb-ზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლი ცხოველებით ან ბავშვებით სტუმრობის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ შეძლებენ მის ქირაობას.

 

სახლი ლონდონის სტენსტედის აეროპორტიდან 60 კილომეტრშია და კარგად არის დაკავშირებული ბრიტანეთის დედაქალაქთან. გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მარტივია. როგორც Airbnb-ი აღნიშნავს, სოფელი ლავენჰემი ყველა თვალსაზრისით, გაერთიანებული სამეფოში შუა საუკუნეების საუკეთესო სოფელია, იქ 300-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ მეპატრონე ჯეინი რანზეტა სამომავლოდ სახლის მილიონ ევროდ გაყიდვასაც გეგმავს.