01.ივლისი .2020 21:45

Airbus-ი 15 000 თანამშრომელს შეამცირებს

Airbus-ი 15 000 თანამშრომელს შეამცირებს
views 487
უკან

ევროპული საჰაერო კოსმოსური კომპანია Airbus SE 2021 წლის ზაფხულამდე დაახლოებით 15,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”ბოლო თვეებში კომერციული ავიაციის სექტორში საქმიანობა ინდუსტრიაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე დაახლოებით 40%-ით შემცირდა. კომერციული თვითმფრინავების წარმოების მოცულობაც ადაპტირებულია ამ პირობებთან,” - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანია ვარაუდობს, რომ საჰაერო მიმოსვლა პანდემიურ მაჩვენებელს მინიმუმ 2023 წლამდე ვერ დაუბრუნდება. შესაბამისად, Airbus-ი იძულებულია სამუშაო ადგილები შეამციროს. ყველაზე მეტი დასაქმებულის შემცირება გერმანიასა (5,100) და საფრანგეთში (5,000) იგეგმება.

”Airbus-ი დღეს ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშეა, ისტორიის განმავლობაში“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან Airbus-ის აქციები 50%-ზე მეტით დაეცა.